მიმდინარე წლის იანვარში-მაისში საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში 260 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 41%-ით მეტია 2016 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუმინეთის (31 მლნ დოლარით), ესპანეთის (19 მლნ დოლარით), ბულგარეთის (14 მლნ დოლარით) და ლიტვის (5 მლნ დოლარით) მიმართულებით. ექსპორტი 4-4 მილიონი დოლარით შემცირდა გერმანიაში და საბერძნეთში.
ცხრილი: საქართველოს ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში, 2017 წლის იანვარ-მაისი
ქვეყანა | მლნ დოლარი | ზრდა, მლნ დოლარი |
ბულგარეთი | 66 | 14 |
ესპანეთი | 36 | 19 |
რუმინეთი | 35 | 31 |
იტალია | 30 | 0 |
გერმანია | 16 | -4 |
ნიდერლანდები | 15 | 3 |
ლიტვა | 14 | 5 |
საფრანგეთი | 10 | 2 |
პოლონეთი | 8 | 4 |
ბელგია | 7 | 4 |
საბერძნეთი | 3 | -4 |
ავსტრია | 2 | 2 |
ლუქსემბურგი | 2 | 2 |