2017 წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი – აქედან 5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული, რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 53 567 ერთეული გადაფრენა).
მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად – 48,47%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.
დატოვე კომენტარი