იანვარ-მარტში ბანკების მოგება 15 პროცენტით შემცირდა

იანვარ-მარტში ბანკების მოგება 15 პროცენტით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 199 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15%-ით (36 მლნ ლარით) ნაკლებია 2018 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე.

მარტში ბანკების წმინდა მოგებამ 75.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.6 მლნ ლარით (1%-ით) ნაკლებია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე.

მარტში ბანკების შემოსავლებმა 360 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 286 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 74 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *