მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში 209 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 31%-ით მეტია 2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე. ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთის (23.8 მლნ დოლარით), მალტის (12.6 მლნ დოლარით), საფრანგეთის (11.8 მლნ დოლარით) და ლიტვის (11.1 მლნ დოლარით) მიმართულებით. ექსპორტი 22 მლნ დოლარით შემცირდა ესპანეთში.
იანვარ-მარტში 48%-ით გაიზარდა ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში: რუსეთში 9%-ით, აზერბაიჯანში 145%-ით, სომხეთში 83%-ით და უკრაინაში 84%-ით.
თურქეთის მიმართულებით ექსპორტი 71%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთის მიმართებით – 59%-ით.
ცხრილი: საქართველოს ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში, მილიონი დოლარი, ინვარ-მარტი
ქვეყნები | 2017 | 2018 | ცვლილება |
ექსპორტი – სულ | 577 | 740 | 164 |
ევროკავშირის ქვეყნები | 159 | 209 | 50 |
ბულგარეთი | 39.2 | 62.9 | 24 |
გერმანია | 10.1 | 13.2 | 3 |
ესპანეთი | 29.7 | 7.2 | -22 |
იტალია | 13.5 | 11.9 | -2 |
ლიტვა | 9.4 | 20.5 | 11 |
მალტა | 0.1 | 12.7 | 13 |
ნიდერლანდები | 9.3 | 10.4 | 1 |
პოლონეთი | 5.8 | 3.8 | -2 |
რუმინეთი | 16.4 | 27.2 | 11 |
საფრანგეთი | 6.2 | 18.0 | 12 |
ჩეხეთი | 3.3 | 4.4 | 1 |
დსთ-ს ქვეყნები | 205 | 303 | 98 |
აზერბაიჯანი | 31 | 76 | 45 |
რუსეთი | 90 | 98 | 8 |
სომხეთი | 30 | 55 | 25 |
უკრაინა | 17 | 31 | 14 |
აშშ | 30 | 36 | 6 |
თურქეთი | 55 | 94 | 39 |
შვეიცარია | 17 | 19 | 2 |
ჩინეთი | 49 | 20 | -29 |
წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი