საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში, იანვარ-სექტემბერში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 7.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 7%-ით (492 მლნ ლარით) მეტია 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდა ძირითადად საშემოსავლო გადასახადიდან და დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ განაპირობა. შემცირდა მოგების და სხვა გადასახადებისგან მიღებული შემოსავლები, ჯამში 130 მლნ ლარით.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას ეკონომიკურ ზრდასთან ერთად (იანვარ-აგვისტოში 4.8%-ია) ფასების დონის მატებაც განაპირობებებს (მშპ-ის დეფლატორი). საქსტატის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში მშპ-ის ფასები (დეფლატორი) 4.6%-ით გაიზარდა.
ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
მლნ ლარი | 2017 | 2018 | ზრდა | |
იანვარი-სექტემბერი | იანვარი-სექტემბერი | მლნ | % | |
გადასახადები სულ | 7,205 | 7,697 | 492 | 7% |
დღგ | 3,012 | 3,296 | 284 | 9% |
საშემოსავლო გადასახადი | 2,189 | 2,440 | 251 | 11% |
აქციზი | 1047 | 1091 | 44 | 4% |
მოგების გადასახადი | 618 | 576 | -42 | -7% |
ქონების გადასახადი | 296 | 333 | 37 | 13% |
საბაჟო გადასახადი | 51 | 56 | 5 | 10% |
სხვა გადასახადები | -7 | -95 | -88 | 1257% |
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
დატოვე კომენტარი