ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 85 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელზე (44 მილიონი ლარი) 89%-ით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კი, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 24%-ით (73 მილიონი ლარით) არის გაზრდილი. გასული წლის პირველ ცხრა თვეში წმინდა მოგება 304 მილიონი ლარი იყო, 2015 წლის პირველ ცხრა თვეში კი 377 მილიონი ლარია.
კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მილიონი ლარებში:
დატოვე კომენტარი