მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის სექტემბერთან შედარებით საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 15.8%-ით გაიზარდა. 2014 წლის სექტემბერში 196 109 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი 227 130 ტურისტი. იანვარ-სექტემბერში კი ჯამში ტურისტების რაოდენობა, 28 818 კაცით, 1.6%-ით გაიზარდა
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურიზმთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, სექტემბერში 12.6%-ით გაიზარდა. 2014 წლის სექტემბერში 504 902 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში 568 663.
დატოვე კომენტარი