2016 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 1 178 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 163 მილიონი ლარით (12%-ით) ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის გეგმსათან შედარებით, წელს პირველ კვარტალში 280 მილიონი ლარით ნაკლები შემოსულობების მიღებააა დაგეგმილი.
საგადასახადო შემოსავლებმა 1 088 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 72 მილიონი ლარით მეტია გასული წლის იანვრ-თებერვლის მაჩვენებელზე. 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტში 460 მილიონი ლარით მეტი საგადასახადო შემოსავალია დაგეგმილი.
წლის პირველ 2 თვეში ბიუჯეტის გადასახდელებმა 1 419 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 121 მილიონი ლარით (9%-ით) მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რადგან შემოსულობები შემცირდა, ხოლო გადასახდელები (ხარჯები) გაიზარდა, მთავრობას მოუხდა გარკვეული ხარჯები ბიუჯეტის ნაშთზე არსებული ფულიდან დაეფარა. შედეგად, ბიუჯეტის ნაშთი 241 მილიონი ლარით შემცირდა.
დატოვე კომენტარი