მიმდინარე წლის იანვარ-თებრვალში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი 116 მილიონი დოლარით (26%-ით) შემცირდა. ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა აზერბაიჯანში (28.5 მილიონი დოლარით), რუსეთში (28 მილიონი), სომხეთში (11 მილიონი), აშშ (10 მილიონი), ბულგარეთი (8.5 მილიონი), თურქეთი (8 მილიონი). ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ნიდერლანდებში (11.5 მილიონი), ჩინეთში (10.5 მილიონი), იტალიაში (9 მილიონი) და გერმანიაში (8 მილიონი).
აზერბაიჯანის მიმართულებით ისევ მცირდება მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 3651 ცალით (77%-ით) შემცირდა, ჯამური ღირებულაბის მიხედვით კი 36.6 მილიონი დოლარიდან 19.8 მილიონ დოლარამდე (46%-ით) შემცირდა.
ამავე პერიოდში საქართველოს იმპორტი 2%-ით (25 მილიონი დოლარი) შემცირდა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 13%-ით (91 მილიონი დოლარი) გაიზარდა.
დატოვე კომენტარი