სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 1.5-ჯერ (14.5 მილიონი დოლარით) გაიზარდა და 36.4 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, თავის მხრივ, 59%-ით მეტია იანვატ-თებერვალში რუსეთში განხორციელებულ ექსპორტზე. ჩინეთში ექსპორტის ზრდა ძირითადად სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის ზრდაზე მოდის. გასული წლის იანვარ-თებერვალში 8 ტონის ექსპორტი განხორციელდა (11 მლნ დოლარის), მიმდინარე წლის პირველ ორთვეში კი 25.5 მლნ ტონა (34 მლნ დოლარის) გავიდა.
ევროკავშირის მიმართულებით იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი 28%-ით შემცირდა და 77.5 მლნ დოლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი