2015 წლის იანვარში საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 362 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში 678 მილიონი ლარით გაიზარდა, საიდანაც აშშ დოლარში განხორციელებული დეპოზიტები 583 მილიონი ლარით, ევროში განხორციელებული დეპოზიტები კი 78 მილიონი ლარით გაიზარდა.
ლარში დეპოზიტების შემცირება მიმდინარე ანგარიშებზე და მოთხოვნამდე დეპოზიტებზე არსებული თანხის შემცირებამ განაპირობა, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდა ძირითადად ვადიანი დეპოზიტების ზრდის შედეგია.
აღნიშნული სტატისტიკა უჩვენებს, რომ იანვრიდან მოსახლეობამ ლარში განხორციელებული დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანა დაიწყო. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი (უცხოურ ვალუტაში განხორციელებული დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში) 3.8 პუნქტით, 57.1%-დან 60.9%-მდე გაიზარდა.
ლარის გაუფასურება იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაზეც აისახა. სულ ვადაგადაცილებული სესხები 43 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან, 11 მილიონი ლარით გაიზარდა ლარში გაცემული ვადაგადაცილებული სესხები, ხოლო 32 მილიონით – დოლარში გაცემული სესხები.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი