შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში, 2015 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 4.3 %-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვარში 111 622 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის იანვარში 116 369.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წლის იანვართან შედარებით 4.4%-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვარში 309 467 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის იანვარში კი 323 159. ყველაზე მეტი (107 831) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 79 642 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 58 994 ვიზიტორით.
დატოვე კომენტარი