საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 338.2 მლნ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 მლნ აშშ დოლარი (შემცირდა 10.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარში 663.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.