საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 785 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 157 მილიონი ლარით (25%-ით) მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე. საგადასახადო შემოსავლები 684 მილიონი ლარი იყო, რაც 126 მილიონი ლარით (23%-ით) მეტია, გასული წლის იანვრის მაჩვენებელზე. ამასთან, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტში 840 მილიონი ლარით მეტი საგადასახადო შემოსავალია დაგეგმილი.
წლის პირველ თვეში ბიუჯეტის გადასახდელებმა 761 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 85 მილიონი ლარით (13%-ით) მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რადგან შემოსულობები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გადასახდელები (ხარჯები), შედეგად, იანვარში ბიუჯეტის ნაშთი 24 მილიონი ლარით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი