საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.6%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 4.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 4.3%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 28%-ით არის გაზრდილი.
იანვარში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის (0.8%-ით), თამბაქოს (1.9%-ით) გაძვირებამ (1.3%-ით) და კომუნალური გადასახადების ზრდამ განაპირობა.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (11.5%-ით) გაიზარდა. ტრანსპორტის ფასები 6.6%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 4.7%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 6.4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.7%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაცია
დატოვე კომენტარი