საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 2.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 3.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 3.9%-ით გაძვირდა. წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, იანვარში ყველაზე მეტად (7.2%-ით) ტრანსპორტი გაძვირდა. 4.2%-ით გაძვირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები. 6.2%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. 1.4%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (19%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ტრანსპორტის ფასები 10.8%-ით გაიზარდა, სურსათის 3.3%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი 2.5%-ით. კავშირგაბმულობა 4.6%-ით გაძვირდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი 6%-ით გაიაფდა.
2010 წელთან შედარებით დღეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 22.5%-ით არის გაზრდილი.
დატოვე კომენტარი