საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი კვლავ დაბალია. ეკონომიკური ზრდის ტემპმა შემცირება გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო. 2014 წლის ნოემბერში 2013 წლის ნოემბერთან შედარებით ეკონომიკა 0.5%-ით შემცირდა, ხოლო დეკემბერში 1.9%-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვარში კი ეკონომიკა 0.5%-ით გაიზარდა.
აღნიშნული ზრდის ტემპი ძალიან დაბალია 2015 წლისთვის დასახული ეკონომიკური ზრდის (5%) მისაღწევად. ამ ფონზე მთავრობის გადაწყვეტილება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამციროს, გამართლებულია. თუმცა, 2%-იანი მაჩვენებლის მისაღწევადაც კი მთავრობის მხრიდან აქტიური ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო.
იანვრის დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად განაპირობა ექსპორტის 30%-იანმა შემცირებამ. ეკონომიკის დაბალი ზრდის ტემპი უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე, რადგან ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკის განვითრებაზე.
დატოვე კომენტარი