საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარში 2017 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 25.7%-ით (45.4 მლნ დოლარით) გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტი 21.4%-ით (+11.3 მლნ დოლარი), აშშ-ში 8-ჯერ (+13.4 მლნ დოლარი), თურქეთში 76%-ით (+12.1 მლნ დოლარი), აზერბაიჯანში კი 116%-ით (+11 მლნ დოლარი) გაიზარდა. ქართული პროდუქციის ექსპორტი 11%-ით (-3.6 მლნ დოლარი) შემცირდა რუსეთში, ხოლო 43.4%-ით (-7.8 მლნ დოლარი) ჩინეთში. თუმცა, ქვეყნების მიხედვით, რუსეთმა საქართველოს ექსპორტში პირველობა შეინარჩუნა.
იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში სულ 64.2 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია შევიდა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთში (+11.2 მლნ დოლარი), ბულგარეთში (+3.5 მლნ დოლარი), ლიტვაში (+3.2 მლნ დოლარი) და ჩეხეთში (+2.5 მლნ დოლარი).
დატოვე კომენტარი