იანვარში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 39 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 39 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 174 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე 27 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 53 მლნ აშშ დოლარი იყო (39 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 121 მლნ აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი.

იანვარში, 2016 წლის იანვართან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუმინეთის (13 მლნ დოლარი), ლიტვის (3.3 მლნ დოლარი), პოლონეთის (3.1 მლნ დოლარი), ნიდერლანდების (1.1 მლნ დოლარი) და ბელგიის (0.8 მლნ დოლარი) მიმართულებით. ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ბულგარეთში (5.6 მლნ დოლარი), იტალიაში (1.4 მლნ დოლარი) და ჩეხეთში (0.7 მლნ დოლარი).

ცხრილი: საქართველოს ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში, 2017 წლის იანვარი: 

ევროკავშირის ქვეყნები

მლნდოლარი

რუმინეთი

                15.2

ესპანეთი

                  5.6

ბულგარეთი

                  5.0

იტალია

                  4.7

ლიტვა

                  4.7

პოლონეთი

                  3.7

ნიდერლანდები

                  2.9

გერმანია

                  2.9

საბერძნეთი

                  2.1

საფრანგეთი

                  2.0

ბელგია

                  1.3

გაერთიანებულისამეფო

                  1.1

ლატვია

                  0.6

სლოვაკეთი

                  0.4

სლოვენია

                  0.2

ესტონეთი

                  0.2

შვედეთი

                  0.2

ავსტრია

                  0.1

უნგრეთი

                  0.1

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *