საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით, იანვარში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 13.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 13.9%-ით გაძვირდა.
დეკემბერთან შედარებით, იანვარში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის (2.5%-ით) და კომუნალური მომსახურების (4.4%-ით) გაძვირებამ განაპირობა. ბოსტნეული 8.4%-ით გაძვირდა, ხილი 7.4%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 3.2%-ით, ყავა და ჩაი 1.4%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად კომუნალური გადასახადებია გაზრდილი – 45%-ით. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 16.2%-ით გაიზარდა. 16.2%-ით გაძვირდა ტრანსპორტიც. ავეჯი და საოჯახო ნივთები 10.8%-ით გაძვირდა. 7.5%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 6.2%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელი
დატოვე კომენტარი