საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარში 288,878 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2019 წლის იანვარში 305,939.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, იანვარში 0.1%-ით შემცირდა და ჯამში 528,678 ვიზიტორი შემოვიდა. შემცირება ერთდღიანი ვიზიტების 13%-ით კლებამ განაპირობა.
იანვარში ყველაზე მეტი (92,342) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი 85,922 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 77,968 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | იანვარი, 2019 | ცვლილება% |
აზერბაიჯანი | 92,341 | -3.4% |
რუსეთი | 85,922 | 16.8% |
სომხეთი | 77,968 | -5.0% |
თურქეთი | 64,349 | -20.2% |
უკრაინა | 10,453 | 3.6% |
ირანი | 8,424 | -41.2% |
ისრაელი | 7,217 | 132.1% |
ყაზახეთი | 3,157 | 35.9% |
ფილიპინები | 3,080 | 29.8% |
ინდოეთი | 2,830 | -5.9% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი