2017 წლის იანვარში, 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 38.6 მილიონი დოლარით (1.5%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 353 მილიონი დოლარით (16%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის იანვრის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 286 მილიონი დოლარით (10%-ით) არის შემცირებული.
2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.9 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 702 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მილიონი აშშ დოლარი:
დატოვე კომენტარი