კვირას, იაპონელმა მილიარდერმა, იუსაკუ მაეზავამ $41 მილიონიანი დანაკარგის შესახებ “ტვიტი” გამოაქვეყნა. მოკლევადიან ვაჭრობაში გამოუცდელი მილიარდერი შეცდომაში კორონავირუსიდან გამომდინარე მერყევმა ბაზარმა შეიყვანა.
კომერციული კომპანია Zozo-ს დამფუძნებელი იუსაკუ მაეზავაი “ტვიტერზე” წერს, თუ როგორი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნებოდა დაკარგული $41 მილიონი პანდემიით დაზარალებულთათვის.
“ცვალებადმა ფასებმა და აქციებმა ‘დამაბრმავეს’. ჩემთვის ჯერ მიუჩვეველი სტრატეგიით (აქციების მოკლევადიანი ვაჭრობით) 4.4 მილიარდი იენი დავკარგე. პანდემიით დაზარალებულ რამდენ ადამიანს მოვახმარდი ამ თანხას?!” – ამბობს სინანულით იაპონელი მილიარდერი.
Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, მაეზავას ქონება $3.5 მილიარდს უდრის.
დატოვე კომენტარი