იაპონიამ 16 ქვეყანაში გამგზავრების გაფრთხილება გასცა. როგორც იაპონური მედია წერს, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, გამგზავრება სახიფათოა შემდეგ ქვეყნებში: ბოცვანაში, კომოროსში, ლიბერიაში, ლიბიაში, მადაგასკარში, ნამიბიაში, პარაგვაიში, ნეპალში, ვენესუელაში, კენიაში, კონგოში, სიერა ლეონეში, სომალიაში, სუდანში, სურინამსა და უზბეკეთში.
როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ განაცხადა, აღნიშნულ ქვეყნებში ინფიცირების ვითარების მხრივ საფრთხის მესამე დონეზეა. საფრთხის შემცველ ქვეყნებად იაპონიას ჯამში 146 ქვეყანა ჰყავს მიჩნეული სხვადასხვა დონეებით.
როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული ქვეყნებიდან იაპონიაში შესვლას მოგზაურებს აუკრძალავენ. პარალელურად პრემიერი შინძო აბე ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქებას ცდილობს.
გარდა ამისა, იაპონია ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, ტაილანდსა და ვიეტანამთან ბიზნესმოგზაურებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
დატოვე კომენტარი