იაპონიის ქალაქ ნაგოიაში Mercedes-Benz-ის ცენტრები სტუმრებს „ნაბეღლავით“ უმასპინძლდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ქ. ნაგოიაში არსებული Mercedes-Benz-ის ცენტრები სტუმრებს ქართული მინერალური წყლით უმასპინძლდებიან“, – წერს საელჩო.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის ცნობით, იაპონიაში საქართველოდან 2018 წელს 29.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, 2019 წელს – 160.5 ათასი აშშ დოლარის, ხოლო 2020 წელს 74.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.
როგორც ჩანს, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი გაიზარდა, თუმცა 2020 წელს, სავარაუდოდ, პანდემიის გამო შემცირდა. კონკრეტულად რამდენი იყო ამ მაჩვენებლებში “ნაბეღლავის” წილი, უცნობია.
დატოვე კომენტარი