იაპონიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი საპენსიო ფონდია, 31 მარტს დამთავრებულ ფისკალურ წელს 25%-იანი მოგება ნახა. შედეგად, ფონდის წლიურმა შემოსავალმა $339 მილიონი შეადგინა, რაც 2001 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ფონდმა სახელმწიფოს საპენსიო რეზერვების განკარგვა დაიწყო, დაფიქსირებული მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ყველაზე დიდი მოგება ფონდს უცხოურმა აქციებმა მოუტანა, რომლებიც 59.4%-იან წლიურ სარგებელზე გავიდნენ. იაპონურმა აქციებმა კი 41.6%-იანი წლიური სარგებელი მოიტანეს.
აღსანიშნავია, რომ თავისი პორტფოლიოს დივერსიფიცირებისთვის ფონდმა მეტი ინვესტიციების გაკეთება დაიწყო გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებებით. ბაზრის ეს სწრაფად მზარდი სეგმენტი უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ინვესტორს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფონდის პრეზიდენტი მასატაკა მიაზონო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ის მოგება, რომელიც ფონდმა ნახა, ძირითადად დროებითი და არამდგრადია. თუმცა ამავდროულად მიაზონო ამბობს, რომ ფონდი გრძელვადიან ინვესტიციებს აკეთებს, რომლებიც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოიტანენ უფრო მდგრად შემოსავლებს.
დატოვე კომენტარი