საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში კიდევ ერთხელ ეხმაურება ქვეყნის სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს:
“საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა აღიარებულია, როგორც მიკერძოებული, არასანდო და კორუმპირებული. აღნიშნული მოსაზრება ფართოდ დამკვიდრდა ბოლო წლებში და ბიზნესების საკმაოდ დიდი რაოდენობა, როგორც ქართული, ასევე უცხოური, სასამართლოების მიერ თაღლითურად იქნა დაზარალებული, ვითომდა სამართლის დამკვიდრების მოტივით.
ბიზნესმენების დიდი რაოდენობა, მათ შორის სავაჭროს პალატის წევრებიც და საკმაოდ დიდი ინვესტორები გამოთქვამენ უკმაყოფილებას საქართველოს სასამართლოების მიერ გაწეული მართლმსაჯულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენთან აცხადებენ, სერიოზული ხარვეზების, დარღვევების შესახებ მართლმსაჯულების ადმინისტრირების საკითხში.
საპატიო და ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიდი ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ მართლმსაჯულების სისტემის მონიტორინგს, ასევე ავლენენ სერიოზულ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც თავს იჩენს სისტემის მენეჯმენტში, როდესაც ზოგიერთი არაფორმალური გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი ზეგავლენას ახდენს და კონტროლს აწესებს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე.
საქართველოს სასამართლო სისტემის იმიჯი და რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა სისტემური პრობლემებისა და მართლმსაჯულების დაბალი ხარისხის გამო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობა საზოგადოების ყველა ჯგუფში სწრაფად ვითარდება და ეს ძალიან შემაშფოთებელია.
ქვეყანა ვერასდროს განვითარდება და ეკონომიკა არასდროს გაიზრდება მნიშვნელოვნად, თუ მართლმსაჯულების მიმართულებით სერიოზული რეფორმები არ განხორციელდება, რათა აღდგეს ნდობა ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი და სანდო სასამართლო სისტემა. კორუფცია და მართლმსაჯულების ცუდი ადმინისტრირება უარყოფით გავლენას ახდენს კანონის უზენაესობაზე და დემოკრატიაზე და ხელს უშლის პოტენციურ ინვესტორთა ნდობას ქვეყნის მიმართ და ძალიან სერიოზულად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მთავრობამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა აღიარონ სასამართლოს სისტემაში არსებული სისტემური პრობლემები და მიიღონ ყველა ზომები იმისათვის, რომ განახორციელონ აუცილებელი რეფორმები სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ამისათვის, პოლიტიკური ნების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია!”
დატოვე კომენტარი