ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირმა (ITU) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ყოველწლიური ინდექსი (ICT) გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 1 საფეხურით გაუარესდა.
რეიტინგი ჯამში 11 კრიტერიუმისგან დგება. საქართველოს სარეიტინგო ქულა კი 10-დან 5,79-ია. გასულ წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 5.59 იყო.
2017 წლის რეიტინგი ჯამში მსოფლიოს 179 ქვეყნის მონაცემს აერთიანებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში კომპიუტერი შინამეურნეობების 52,5%-ს აქვს, ინტერნეტზე წვდომა კი 49,7%-ს.
ფართოზოლოვანი მობილური მომსახურებების აბონენტების მაჩვენებელი 100-დან 57.69-ს შეადგენს.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება კი კვლევის მიხედვით 100 მოსახლიდან 15,8-ს აქვს.
უნარ-ჩვევების კრიტერიუმში საქართველოს 100-დან 7,4 ქულა აქვს.
რეიტინგის პირველ ათეულს შემდეგი ქვეყნები იკავებენ:
- ისლანდია – 8,98 ქულა
- კორეის რესპუბლიკა – 8,85 ქულა
- შვეიცარია – 8,74 ქულა
- დანია – 8,71 ქულა
- გაერთიანებული სამეფო – 8,66 ქულა
- ჩინეთი – 8,61 ქულა
- ნიდერლანდები – 8,49 ქულა
- ნორვეგია – 8,47 ქულა
- ლუქსემბურგი – 8,47 ქულა
- იაპონია – 8,43 ქულა
საქართველო რეიტინგში დსთ-ს ქვეყნების ჯგუფშია მოქცეული, სადაც მას მეექვსე ადგილი უკავია. ჯგუფში პირველ ადგილზე ბელორუსია (საერთო სიაში ქვეყანა 32-ე ადგილზეა), მეორე ადგილზეა რუსეთი (საერთო რეიტინგში 45-ე ადგილი); მესამეზე ყახაზეთია (საერთო რეიტინგში 52-ე ადგილი), მეოთხე პოზიციაზეა მოლდოვა (საერთო სიაში 59-ე), ხოლო მეხუთე ადგილს კი აზერბაიჯანი იკავებს (საერთო რეიტინგში 65-ე). საქართველოს ჩამორჩება სომხეთი, რომელიც საერთო რეიტინგში 75-ე ადგილზეა.
დატოვე კომენტარი