საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 352 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 9%-ით (29 მლნ დოლარით) მეტია 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე. აპრილ-ივნისში შემოსული 352 მლნ დოლარიდან 240 მლნ რეინვესტიციაა.
პირველი ორი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 102%-ით (466 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2022 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (65 მლნ დოლარი), ნიდერლანდები (45 მლნ დოლარი) და იაპონია (42 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად დანიიდან გაიზარდა (37 მლნ დოლარით), შემდეგ ჩინეთი მოდის 35 მლნ დოლარით.
რუსეთიდან ინვესტიციები ზრდის ნაცვლად 2 მლნ დოლარით შემცირდა.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკაში (77 მლნ დოლარი), უძრავ ქონებაში (76 მლნ დოლარი) და საფინანსო სექტორში (48 მლნ დოლარი).
რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლამ და სასესხო ვალდებულების დაფარვამ ეკონომიკის ორ სექტორში უცხოური ინვესტიციების კლება გამოიწვია, ესენია: ჯანდაცვა და კავშირგაბმულობა. აღნიშნულ ორ სექტორში ინვესტიციები ჯამში 20.3 მლნ დოლარით შემცირდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მლნ დოლარი
დატოვე კომენტარი