III კვარტალში ხორცის წარმოება 22.1%-ით გაიზარდა

III კვარტალში ხორცის წარმოება 22.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა.

სახეობების მიხედვით, კლებისა და ზრდის მაჩვენებლები ამგვარია:

  • ფური და ფურკამეჩი – 428.2 ათასი (-3.8%);
  • ღორი – 168 ათასი (-20.7%);
  • ფრინველი – 11.1 მლნ ფრთა (11.1%)

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი და შესაბამისად, 61.8 ათასი სული და 9.9 ათასი სული შეადგინა.

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება წარმოებას, კლებისა და ზრდის მაჩვენებელს, მესამე კვარტლის მონაცემები ასეთია:

  • რძე – 170.9 მილიონი ლიტრი (4.8%);
  • ხორცი – 18.2 ათას ტონა (22.1%);
  • კვერცხი – 148.6 მილიონი (-7.4%).
წყარო: საქსტატი