14 ნოემბერს, 17:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია Forbes Media Partners-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში “ფორბსის” სტუდენტური კლუბის ჩამოყალიბებას;
- ერთობლივი საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარებას; აღნიშნული აქტივობების გაშუქებას ორგანიზაციის ხელთ არსებული ან/და მასთან დაკავშირებული ყველა მედიასაშუალებით;
- უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებისა და პროფესორების ინტენსიურ თანამშრომლობას (ბლოგების მომზადება ეკონომიკურ და ბიზნესსიახლეებზე; ექსპერტების მონაწილეობა გადაცემებში “საქმიანი დილა” და “ბიზნესკონტრაქტი”).
დრო: 14 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ფორბსის აუდიტორია), ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
დატოვე კომენტარი