ყველასთვის ცნობილია, რომ Tesla–ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი დიდი ხანია, რაც ციფრულ ვალუტებში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მან Tesla-ს მეშვეობით ბიტკოინში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტები იმედისმომცემია, მასკი ხალხს თავიანთი დანაზოგის ინვესტირებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტა აქტივების განსაკუთრებით არასტაბილურ კლასს მიეკუთვნება. არასტაბილურით ხასიათდება ილონ მასკის ფავორიტი კრიპტოვალუტა Dogecoin-იც.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ კრიპტო დედამიწის მომავალი ვალუტაა, რითაც ინვესტორებს Dogecoin-ის შეძენისკენ უბიძგა. ამის შემდეგ Dogecoin-ის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და რიგით მეოთხე ღირებული კრიპტოვალუტა გახდა.
ცნობისთვის, Dogecoin-ის ღირებულება მიმდინარე კვირაში 69 ცენტით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი