Tesla-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი ილონ მასკი ამბობს, რომ მან კორონავირუსის ოთხი ტესტი ჩაიტარა, რომელთაგანაც ორმა დადებითი, ხოლო ორმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ თავად მასკი Twitter-ზე წერს.
“რაღაც ფიქციას აქვს ადგილი. კოვიდზე ოთხჯერ ჩავიტარე ტესტი, ორმა აჩვენა რომ მაქვს კორონავირუსი, ორმაც კიდევ არა. ერთი და იგივე ტესტი, ერთი და იგივე ექთანთან. ეს იყო სწრაფი ანტიგენის ტესტი“, – წერს მასკი.
Something extremely bogus is going on. Was tested for covid four times today. Two tests came back negative, two came back positive. Same machine, same test, same nurse. Rapid antigen test from BD.
— Elon Musk (@elonmusk) November 13, 2020
Tesla-ს აღმასრულებელი ასევე აცხადებს, რომ ის PCR ტესტსაც იტარებს, რომლის პასუხიც 24 საათში უნდა იყოს.
რაც შეეხება სიმპტომებს, მასკის თქმით, მას ჩვეულებრივი გაცივების სიმპტომები აქვს.
დატოვე კომენტარი