IMF-ის განცხადებით, 100-ზე მეტმა ქვეყანამ მას ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა

IMF-ის განცხადებით, 100-ზე მეტმა ქვეყანამ მას ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა

მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტმა მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) დახმარებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ფინანსური კრიზისის დაძლევის მიზნით.

როგორც ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების შეხვედრაზე განაცხადა,  IMF-ის “კარზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ დააკაკუნა“.

გეორგიევას განცხადებით, IMF-ი მზადაა გამოიყენოს “ხელსაწყოების მთლიანი ყუთი და $1 ტრილიონის ოდენობის სასესხო შესაძლებლობა”. მან ასევე აღნიშნა, რომ ათმა ქვეყანამ უკვე მიიღო სასწრაფო დაფინანსება, ხოლო ქვეყნების ნახევარი აპრილის ბოლოსთვის ელოდებიან მოთხოვნილ თანხებს.

აღსანიშნავია, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, მსოფლიო ეკონომიკა 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე ღრმა დაღმასვლის საფრთხის წინაშეა და მთავრობებმა და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ერთად უნდა იმუშავონ იმისათვის, რომ პანდემიას კიდევ უფრო ცუდი შედეგი არ მოჰყვეს.

ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ყველაფერი რაც შესაძლებელია ზომების თვალსაზრისით განიხილება. ის ასევე მოუწოდებს ცენტრალურ ბანკებს რომ დახარჯონ რამდენიც შეუძლიათ.

“გთხოვთ გადაუხადეთ თქვენს ექიმებს, ექთნებს, დარწმუნდით რომ თქვენი ჯანდაცვის სისტემები ფუნქციონირებს და მოწყვლადი ადამიანები და პირველადი დახმარების წარმომადგენლები არიან დაცული“, – აღნიშნა CNBC–სთან ინტერიუში კრისტალინა გეორგიევამ. 

სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ თუ ვირუსის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ გასცემენ შესაბამის კოორდინირებულ პასუხს, მაშინ რეცესიის რისკები 2021 წელზეც გავრცელდება.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *