საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 3,5%-ზე შეინარჩუნა. 2018 წელს კი ფონდი საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო განმარტავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ინვესტიციები და შიდა მოხმარების ზრდა იქნება.
“2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზრდას ვხედავთ ფულადი გადმორიცხვებისა და ტურიზმის კუთხითაც. ესაა ის პოზიტიური ნიშნები, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ამჯერად, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვურჩევთ იზრუნონ კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდაზე. ასევე საჭიროა ფისკალური რისკები შემცირდეს. საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები, იმისთვის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდეს. ვფიქრობთ, რომ ფისკალური კონსოლიდაციისთვის ძლიერი ნაბიჯები გადაიდგა”, – განაცხადა ფრანსუა პეშომ.
დატოვე კომენტარი