IMF-მა უკრაინისთვის $890 მილიონის დაფინანსება დაამტკიცა

IMF-მა უკრაინისთვის $890 მილიონის დაფინანსება დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფორდმა (IMF) უკრაინისთვის $890 მილიონის დაფინანსებას მხარი დაუჭირა. ორგანიზაციის გადაწყვეტილება კონტრშეტევებში უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირდება.

გავრცელებული განცხადების თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭოს მიერ დამტკიცებული დაფინანსება ოთხწლიანი პროგრამის ნაწილია. მარტში დამტკიცებული $15.6-მილიარდიანი პაკეტიდან, დახმარების პირველი ნაწილი, $2.7 მილიარდი, ომში დაზარალებული ქვეყნის მთავრობამ აპრილში მიიღო.

„უკრაინის ხელისუფლებამ ძლიერ პროგრესს მიაღწია და რთულ პერიოდში პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეძლო“, – ნათქვამია IMF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აქვე ხაზს უსვამს, რომ „ხელისუფლების ერთგულება პროგრესისადმი ურყევი რჩება“.

IMF-ის საბჭომ დაფინანსების გადაწყვეტილება უკრაინელი სამხედროების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო. უკრაინის მხარის ინფორმაციით, ჯარებმა ბრძოლის ველზე კონტრშეტევები გააძლიერეს, რის შედეგადაც რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დაიხიეს.

უკრაინა IMFისგან დამატებით $890 მილიონის ტრანშს ოქტომბერში იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ქვეყანა წაყენებული პირობების, მათ შორის საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციის აღდგენის, შესრულებას შეძლებს. სავალუტო ფონდის განცხადებით, მომავალ რთულ პერიოდში მიკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.