საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი. ფრანსუა პეშო ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმებები კონკურენტულ გარემოს ზღუდავს. შედეგად, თუკი კერძო სექტორს კონკრეტული პროექტი ექნება, რომლის შეთავაზებაც და განხორციელებაც მთავრობასთან ერთად ენდომება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, მთავრობა ვალდებული იქნება პროექტი განიხილოს და მის შესრულებაზე კონკურენტული გარემო შექმნას, – ტენდერის, წინადადებების საჯარო მიღების თუ აუქციონის გზით, რომელში მონაწილეობაც პროექტის ავტორთან ერთად სხვა კომპანიებსაც შეეძლებათ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცებისთვის ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა კერძო-საჯარო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს. დღეს კანონი მსგავს პროექტებზე უკვე დაწერილია, თუმცა ასევე გვახსოვს რეკომენდაცია, რომელიც დაკავშირებული იყო მთავრობსა და კერძო სექტორს შორის პირდაპირ შეთანხმებებთან. ფონდი მსგავსი შეთანხმებების შეზღუდვას ითხოვს. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ალტერნატივა, რომლის გამოყენებაც მთავრობას შეეძლება?
მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონი კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ, რაც გულისხმობს კერძო სექტორის მონაწილეობას მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ისე რომ ფისკალურმა პოლიტიკამ მდგრადობა შეინარჩუნოს. კანონს საკმაოდ ბევრი ნაწილი აქვს, თუმცა ნება მომეცით დავასახელო რამოდენიმე მათგანი. პირველ რიგში ის ხელს უწყობს გამჭვირვალობის და კონკურენციის ზრდას. ასევე ზრდის გამჭვირვალობას კონკრეტული პროექტის შეფასებისას. პირდაპირი შეთანხმებები კი რომელიც კანონის სამუშაო ვერსიაშია მოცემული, შესაძლოა ხელის შემშლელი იყოს გამჭვირვალობისა და კონკურენტული გარემოსთვის. როდესაც საკითხი მთავრობასთან განვიხილეთ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად შეამციროს მსგავსი შეთანხმებების არსებობა.
რა სახე უნდა ჰქონდეს მაშინ კერძო-საჯარო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს, მაგალითად ეს უნდა იყოს ღია ტენდერი?
როდესაც მთავრობა წარადგენს კონკრეტულ პროექტეს ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ჩაერთოს კონკურენციაში და დადოს საკუთარი ბიჯი.
თუმცა, ხანდახან პირველი ნაბიჯი მოდის კერძო სექტორიდან და სწორედ ისინი არიან კონკრეტული პროექტის ინიციატორები…
ამ შემთხვევაში მთავრობას შეუძლია განხილოს პროექტი და შემდეგ მის განხორციელებაზე შექმნას კონკურენტული გარემო.
კერძო სექტორი და განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგი ამბობს რომ კანონი კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ შეამცირებს ინვესტიციებს დარგში, რადგან მათ მთავრობისგან გარკვეული გარანტიები სჭირდებათ…
კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი არის სახელმძღვანელო მთავრობისთვის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დაარეგულიროს საკუთარი თანამონაწილეობა პროექტში კერძო სექტორთან ერთად, როგორ გაიზაროს რისკი კერძო სექტორთან ერთად და თუ როგორი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს მოსახლეობასთან ამ პროექტებზე. ასე მაგალითად ფინანსთა სამინისტრო უნდა აკეთებდეს ანალიზს კერძო საჯარო პარტნიორობით განსახორციელებელ პროექტებზე და თუ მივა დასკვნამდე, რომ კონკრეტული პროექტი არაა სასარგებლო, მას შესაძლებლობა აქვს რომ ეს პროექტი არ მიიღოს.
ახალ პროგრამაში ჩადებული იყო რომ გარანტირებული შესიდვების შესახებ შეთანხმებები ელექტროენერგიაზე (PPA) უნდა შეიზღუდოს, მანამ სანამ არ დასრულდება მუშაობა კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტების კანონზე. კერძო სექტორიც სწორედ ამ შეთანხმებების შეზღუდვაზე მიუთითებს…
ეს კარგი შეკითხვაა. პროგრამის ფარგლებში მთავრობა დათანხმდა შეეზღუდა გარანტირებული შესყიდვები, ვიდრე კანონზე მუშაობა არ დასრულდება. მთავრობა დათანხმდა რომ თავს შეიკავებს გარანტირებული შესყიდვის შესახებ შეთანხმების გაფორმებისგან. თუმცა დაშვებულია ნაკლებად რისკიანი პროექტების გაფორმება, კერძოდ გარანტირებული შესყიდვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს წლიურად; ტარიფი კი არ უნდა აღემატებოდეს 6 ცენტს/კვტ.სთ-ზე. ასე რომ მთავრობას შეუძლია მსგავს პროექტზე ხელშეკრულების გაფორმება. პროგრამა, ასევე იძლევა საშუალებას დაიდოს ხელშეკრულება ორ მსხვილ პროექტზე, რომელზე მოლაპარაკებების ამ ეტაპზე მიმდინარეობს. თუმცა მთავრობამ უნდა გააკეთოს ძალიან კარგი ფისკალური შეფასება.. არამხოლოდ ამ კონკრეტული პროექტების, არამედ ყველა მსგავსი შეთანხმების.
თუმცა, ეს მხოლოდ ორი პროექტია. გვაქვს შედარებით მცირე ზომის ჰესებიც, რომლებიც არაა ისეთი მსხვილი როგორიც მაგალითად ნამახვანჰესია…
თუკი სხვა პროექტები ვერ ჯდებიან შემოთავაზებულ ფორმატში, რაც გულისხმობს 6 ცენტზე ნაკლებ ტარიფს და გარანტირებულ შესყიდვას 8 თვის განმავლობაში წლიურად, – მაშინ დიახ, უნდა იყოს შეზღუდვა.
დატოვე კომენტარი