ინდოეთის წამლის მარეგულირებელმა ორგანომ ორ კომპანიას Hetero Labs-ს და Cipla-ს Gilead-ის მედიკამენტის „რემდესივირის“ წარმოების უფლება მისცა. აღნიშნულის შესახებ “როიტერსის“ ცნობით, ინდოეთის ფარმაცევტულმა კომპანიებმა განაცხადეს.
შეგახსენებთ, “რემდესივირს“ კორონავირუსის სამკურნალოდ ექსპერიმენტულად იყენებენ.
კომპანია Hetero-ს განცხადებით, ინდოეთში წარმოებულ “რემდესივირის“ ვერსიას Covifor-ი ერქმევა. მისი ფასი 100-მილიგრამიან დოზაზე $66-$79 იქნება.
მეორე ფარმაცევტული კომპანია Cipla კი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულ “რემდესივირის“ ვერსიას Cipremi-ს დაარქმევენ.
კომპანია Gilead Sciences-მა გასულ თვეს სალიცენზიო შეთანხმებას ხელი ხუთ მწარმოებელთან მოაწერა, რომლებიც ინდოეთსა და პაკისტანში ოპერირებენ. Gilead-ის მიზანს კორონავირუსის სამკურნალო საშუალებების მიწოდების გაფართოება წარმოადგენს.
დატოვე კომენტარი