ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროგრამაში – InnovFin – ჩართვის შესაძლებლობა უკვე ქართველ მეწარმეებსაც აქვთ. პროგრამას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ევროკომისიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამა ბიზნესებს საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს, რომელსაც მათ EIB-ის ჯგუფი უწევს.
დაფინანსების პროგრამა ყველა იმ სექტორს მოიცავს, რომელსაც Horizon 2020 ითვალისწინებს, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი. EIB პროექტის ფარგლებში, ბიზნესებს საინვესტიციო მოცულობის 50%-ს უფინანსებს. კომპანიას, რომელსაც 250 თანამშრომელზე მეტი ჰყავს, პროგრამაში მონაწილეობის მიღება როგორც მსხვილ კომპანიას შეუძლია. ასევე, InnovFin-ის გარანტიის მიზანია წაახალისოს ბანკები ან სხვა ფინანსური დაწესებულებები. ინსტრუმენტს მართავს ევროპის საინვესტიციო ფონდი და ხორციელდება ფინანსური შუამავლების – ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, ფინანსური შუამავლები გარანტიას იღებენ ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ფონდისაგან, რაც ფარავს ამ ინსტრუმენტის ფარგლებში გაცემული სესხებით გამოწვეული შესაძლო დანაკარგების ნაწილს.
დატოვე კომენტარი