ინოვაციური მიდგომა: როგორ დავაჩქაროთ პროგრესი?

ინოვაციური მიდგომა: როგორ დავაჩქაროთ პროგრესი?

სტატიის ავტორი: იაცეკ ოლჩაკი, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მთავარი საოპერაციო დირექტორი

2021 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელია, რადგან გვიწევს ვიფიქროთ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზებზე და მოვახდინოთ მიღებული გადაწყვეტილებების გააზრება.  ყველაზე დიდი გამოწვევა,  ამ პერიოდისთვის, Covid 19-ის პანდემია აღმოჩნდა – ჯანდაცვის გლობალური  პრობლემა, რომელიც ეფექტურ გადაწყვეტას საჭიროებს.

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ამ გამოწვევასთან გამკლავების სრულყოფილი საშუალება. თუმცა, შექმნილი ვითარება ხაზს უსვამს პროგრესის უზარმაზარ პოტენციალს, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.

პანდემიის პერიოდში მოხდა მეცნიერების, ჯანდაცვის ექსპერტების,  მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლების მობილიზება და მათი ერთი, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება. მსოფლიომ შეუძლებელი შეძლო – ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში მოახდინა ახალი ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოგონება და მისი გავრცელება.

თუმცა, კვლავ დარჩა მოუგვარებელი პრობლემები, მათ შორის: ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საკითხი, დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების უნდობლობა. თუმცა, ეს ფაქტორები ვერ აკნინებს იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომელიც წინსვლის პროცესში მეცნიერების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა მეცნიერებისა და საერთო იდეის გარშემო გაერთიანება.

შესაძლებელია, რომ ეს მაგალითი სხვა გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში ინოვაციური მიდგომების გამოგონების ინსპირაციად იქცეს? ვიმედოვნებ, ასე იქნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ პრობლემათა მასშტაბებსა და კომპლექსურობას გავითვალისწინებთ.

2020 წლის დეკემბერში დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაცია Povaddo-მ, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის (PMI) დაკვეთით ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 22,500 რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას ისეთი სოციალური საკითხების მოგვარებაზე, როგორებიც არის: ეკონომიკური კეთილდღეობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კლიმატური ცვლილების პრევენცია და თამბაქოს მოხმარების შემცირება.

მოწევის პრობლემა ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, PMI-ს კომპანიაში მიღებული გამოცდილების შედეგად თვალნათლივ დავინახე, რომ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზა.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალში” ჩვენ მოვახდინეთ ბიზნესის ტრანსფორმაცია და მიზნად დავისახეთ, შევქმნათ კვამლისგან თავისუფალი მომავალი. ამისათვის კი საჭიროა მარეგულირებელი ორგანოებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მხრიდან ღიაობა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების იმპლემენტაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციის შექმნასა და კოლაბორაციის შესაძლებლობას.

კვლევა გვიჩვენებს, რომ რესპონდენტების ძირითად ნაწილს (73%) სურს, საკანონმდებლო ორგანოებმა გაითვალისწინონ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების როლი უკვამლო მომავლის შექმნის პროცესში. გამოკითხულთა 71% კი თანხმდება, რომ ტრადიციული თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად საჭიროა იმ ზრდასრულ მწეველთა ალტერნატიულ მოწყობილობებზე გადასვლის ხელშეწყობა, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას.

PMI-ს მიზანი, გზა და ტემპი ნათელია – ჩვენი ძალისხმევა მეცნიერულად დადასტურებული, უკვამლო მოწყობილობების შექმნისა და კომერციალიზაციისკენ მივმართეთ. თუმცა, კითხვაზე პასუხი: თუ რამდენად სწრაფად დადგება უკვამლო მომავალი? ჩვენს, როგორც საზოგადოების ძალისხმევაზე არის დამოკიდებული.

გვჯერა, რომ სწორი რეგულაციებისა და საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად, მომავალი 10-15 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდება ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შეწყვეტა და მათი თამბაქოს ინოვაციური პროდუქტებით ჩანაცვლება.

ამ კუთხით 2021 წელმა შესაძლებელია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ტრადიციული თამბაქოს მოხმარების აღმოფხვრის პროცესში.

2021 წლის ნოემბერში ჯანმოს “თამბაქოს კონტროლის კონვენციის” მე-9 კონფერენცია არის ჩანიშნული. ეს ღონისძიება მთავრობებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება თამბაქოს იმ უკვამლო ალტერნატივების კონტროლისა და რეგულაციების შესახებ, რომელიც ზრდასრულ მწეველებს (რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას) აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საკუთარი ჯანმრთელობისთვის უკეთესი გადაწყვეტილება და გადავიდნენ ელექტრონული მოწყობილობის მოხმარებაზე.

უდავოა, რომ საუკეთესო არჩევანს მოწევისა და ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ არასრულწლოვანთა შორის თამბაქოს მოხმარების პრევენციას. თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, არსებობს  თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები.

ნათელია, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი, გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე, აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი ვაქციოთ უკვამლო მომავლის შექმნის შესაძლებლობა რეალობად?

მჯერა, რომ კვამლისგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად აუცილებელია, მივცეთ გზა მეცნიერებას და ხელი შევუწყოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარებას.

გასულ წელს მიღებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად არ გვაქვს იდეოლოგიური და დაუსაბუთებელი რწმენის წინააღმდეგ ბრძოლის დრო. პრობლემის გადაჭრა კი მხოლოდ მეცნიერული ფაქტების, კოლაბორაციისა და ინოვაციებისადმი ღიაობის შედეგად არის შესაძლებელი.

 

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Reuters-ზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *