რეკორდულად მაღალი ინფლაციის დასაძლევად, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ბელარუსის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდა აკრძალა.
„დღეიდან ნებისმიერი ტიპის ფასების ზრდა აკრძალული იქნება. დიახ, სწორად გაიგეთ, ეს შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება – ფასები ვერ გაიზრდება!“, – განაცხადა ლუკაშენკომ მთავრობის სხდომაზე.
ცხადია, ლუკაშენკოს ბრძანება სრულ წინააღმდეგობაშია ფუნდამენტურ საბაზრო პრინციპებთან და მისი ეფექტიანი აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელია.
რაც შეეხება ინფლაციის დონეს, ოფიციალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, ბელარუსში ინფლაცია 20%-ის ფარგლებშია, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალურად ინფლაცია გაცილებით უფრო მაღალია, სტატისტიკის სამსახური კი არასანდო მონაცემებს აქვეყნებს.
„ქათამი, ხორცი, რძის პროდუქტები, ყველაფერი ძვირდება. ბოლო დროს მინსკში კვერცხის დეფიციტიც იყო – ეს უნდა გამოსწორდეს. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ინფლაცია 7-8%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს და ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – დასძინა ლუკაშენკომ.
დატოვე კომენტარი