მეხსიერების ბარათების მწარმოებელი Intel Corp.-ის მთავარი ინჟინერი, მერთი რენდუქინთალა კომპანიიდან მიდის. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მერთი Intel Corp-ს ოფიციალურად 3 აგვისტოს დატოვებს, ხოლო კომპანიის მართვას საკუთარ თავზე Intel-ის სხვა მოწინავე ლიდერები აიღებენ.
23 ივლისს კომპანიამ განაცხადა, რომ მისმა ქარხნებმა ვერ შეძლეს ყველაზე თანამედროვე მეხსიერების ბარათების მწარმოებელი ტექნოლოგიის წარმატებით გამოყენება. შეგახსენებთ, რენდუქინთალა Intel-მა 2015 წელს დაიქირავა იმ იმედით, რომ ის კომპანიის პროდუქციის დიზაინის გაუმჯობესებას შეძლებდა.
მთავარი ინჟინრის წასვლა კიდევ უფრო ზრდის იმ წნეხს, რომლის ქვეშაც იმყოფება კომპანია. Intel-ის ღირებულება ბაზარზე $40 მილიარდით შემცირდა, რამაც ანალიტიკოსები Intel-ის წარმატების შესახებ ძლიერ დააეჭვა. როგორც კომპანია თავად აცხადებს, იგი კონკურენტ მწარმოებლებს ძლიერ ჩამოუვარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მან, ვინც მეხსიერების ბარათების წარმოებაზე აიღო პასუხისმგებლობა, დავალებას თავი ვერ გაართვა.
დატოვე კომენტარი