ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში რეგიონების მიხედვით

საქართველოში ინტერნეტის (მობილურის გარდა) 666,283 აბონენტია, კომპანიების მიხედვით ყველაზე მეტი 276,894 მომხმარებელი სილქნეტს ჰყავს, 226,814 აბონენტი ჰყავს მაგთიკომს, ხოლო 41,422 ახალ ქსელებს; 21,390 მომხმარებელი ჰყავს CGC-ს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, თბილისში ინტერნეტ მომხმარებლების სიმკვრივე (ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა გაყოფილი ქვეყანაში ოჯახების ან მოსახლების რაოდენობაზე) 101%-ს შეადგენს. თბილისში ინტერნეტს 317 562 ფიზიკური და 21 963 იურიდიული აბონენტი ჰყავს.

აჭარაში ინტერნეტის სიმკვრივე 72%-ს შეადგენს, რეგიონში ინტერნეტს 50 960 ფიზიკური და 2841 იურიდიული აბონენტი ჰყავს. მათ შორის, ბათუმში ინტერნეტის სიმკვრივე 112%-ია, ბათუმს ინტერნეტის 40896 ფიზიკური და 2517 იურიდიული აბონენტი ჰყავს.

ქვემო ქართლში ინტერნეტის სიმკვრივე 47,5%-ს შეადგენს, რეგიონში ინტერნეტს 50 600 ფიზიკური და 1291 იურიდიული აბონენტი ჰყავს.

იმერეთში ინტერნეტის სიმკვრივე 42%-ია, რეგიონში ინტერნეტს 62588 ფიზიკური და 2725 იურიდიული აბონენტი ჰაყვს. ქუთაისში ინტერნეტის სიმკვრივე 62%-ა, სადაც 34455 ფიზიკური და 1850 იურიდიული აბონენტია.

შიდა ქართლში ინტერნეტის სიმკვრივე 34%-ია, რეგიონში ინტერნეტს 31100 ფიზიკური და 721 იურიდიული აბონენტი ჰყავს.

სამცხე-ჯავახეთში ინტერნეტის სიმკვრივე 29,9%-ია, რეგიონში ინტერნეტის 17653 ფიზიკური და 456 იურიდიული აბონენტია.

მცხეთა-მთიანეთში ინტერნეტის სიმკვრივე 29,8%-ს შეადგენს, რეგიონში ინტერნეტს 9105 ფიზიკური და 262 იურიდიული აბონენტი ჰყავს.
კახეთში ინტერნეტის სიმკვრივე 28%-ს შეადგენს, რეგიონში ინტერნეტს 32 589 ფიზიკური და 1071 იურიდიული აბონენტი ჰყავს.

სამეგრელო ზემო-სვანეთში ინტერნეტის სიმკვრივე 26,5%-ია, რეგიონში ინტერნეტის 31330 ფიზიკური და 1419 იურიდიული აბონენტია.

გურიაში ინტერნეტის სიმკვრივე 13,1%-ია, რეგიონს ინტერნეტის 5365 ფიზიკური და 266 იურიდიული მომხმარებელი ჰყავს.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინტერნეტის სიმკვრივე 5,6%-ია, რეგიონში ინტერნეტს 822 ფიზიკური და 93 იურიდიული აბონენტი ჰყავს.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".