Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების 2017 წლის ინდექსი გამოაქვეყნა.
ინდექსში საქართველომ 24 ქულა მოიპოვა. საქართველო აღნიშნული ქულით “თავისუფალი“ ქვეყნების სიაშია. ინდექსში 0 ქულით ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ფასდება, 100 ქულით კი ყველაზე არათავისუფალი. გასულ წელს საქართველოს 25 ქულა ჰქონდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოში ინტერნეტთავისუფლების მაჩვენებელი გაზრდილია, ასევე იზრდება ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობაც, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელების მოხმარების კუთხით.
ამასთან, ანგარიშში მოხვდა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ელექტრონული მმართველობის პლატფორმების გამოყენების მაჩვენებლებიც.
დატოვე კომენტარი