საცალო მოვაჭრეებისთვის, საკვები პროდუქტების იმავე დღეს მყიდველებამდე მიტანა, ის ევერესტის მწვერვალია, რომლის დაპყრობასაც ისინი ცდილობენ: ცდუნება აშკარაა, ლოგისტიკა შემაშინებელი და მისი განხორციელება, სწორი გეგმის გარეშე, თვითმკვლელობის ტოლფასი. 13 წლის წინ მომხდარი Webvan-ის შთამბეჭდავი კოლაფსის მიუხედავად, ის ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქის ამპარტავნების მდგრადი სიმბოლოა. ანალოგიური სერვისები ამერიკის ქალაქებსა და გარეუბნებში ჩნდება. ტექნოლოგიებისა და საცალო ვაჭრობის უმსხვილეს კომპანიებთან ერთად, მათ უფრო სპეციალიზებული სტარტაპებიც მართავენ.
ცოტა ხნის წინ AmazonFresh-ი სიეტლიდან ლოს-ანჯელესამდე და სან-ფრანცისკომდე გაფართოვდა. ის ახალ მომხმარებლებს $35-ზე მეტი ღირებულების შეკვეთების იმავე დღეს მიტანას სთავაზობს. მექსიკის ყურის მიმდებარე შტატებში, Google Shopping Express-ის საშუალებით, საკვებისა და სხვა პროდუქტების სწრაფი მიწოდების უზრუნველყოფისთვის Google-ი მუშაობს ისეთ მაღაზიებთან, როგორიც არის Walgreens-ი; ლოს-ანჯელესში Google-ის თანამშრომლების შემოწმება ტარდება. სან-ფრანცისკოში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, გასული წლის ოქტომბერში, დაბალი ფასებისა და გადასახადების დაპირებებით, Walmart to Go-მ თავისი მეორე ბაზარი – დენვერი დაიპყრო. ორი წლის წინ დაფუძნებული კომპანია, Instacart-ი, უკვე ექვს ქალაქში მუშაობს და Whole Foods-ის, Costco-სა და სხვა ქსელებიდან უსწრაფეს მიტანას ახორციელებს (რასაკვირველია, ის სან-ფრანცისკოში იყო დაარსებული).
კვლევითი კომპანია Forrester Research-ის განხცადებით, აშშ-ის ინტერნეტვაჭრობა 2017 წლისთვის 10%-ით გაიზრდება და $600-მილიარდიან სასურსათო ინდუსტრიას მისი დაწევა გაუჭირდება. საკვები პროდუქტები და რძის ნაწარმი სწრაფად ფუჭდება, ამიტომ მათი მყიდველამდე მიტანის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. ამ მიზეზის გამო, GSE-ი მალფუჭებადი პროდუქტებით არ ვაჭრობს, მაგრამ „ეს არის ის საკითხი, რომელზე მუშაობისას ჩვენ მაღალ საფეხურებზე ავდივართ“, – ამბობს საკვები პროდუქტების განყოფილების დირექტორი ტომ ფალოუსი.
ასეთი სიფრთხილე ინტერნეტში საკვები პროდუქტებით მოვაჭრეების ახალი თაობისთვისაა დამახასიათებელი. ვიდრე Amazon-ი Fresh-ს აამუშავებდა, მას სიეტლში ექვი წლის განმავლობაში ცდიდა; Webvan-მა თავის გიჟურ წამოწყებაში, ორი წლის მანძილზე, $800-ზე მეტი მილიონი დახარჯა. „ვიდრე ისინი ათ ქალაქში იყვნენ, მათ ერთი ქალაქის ეკონომიკაც არ შეუსწავლიათ“, – ამბობს Instacart-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი აპურა მეჰტა. მან უნდა იცოდეს, რომ მისი მთავარი ინვესტორი, Sequoia Capital-ის მფლობელი, მაიკლ მორიცი ასევე Webvan-ის დირექტორთა საბჭოს წევრია.
თავის მსხვილ კონკურენტებთან შედარებით, მეჰტას კომპანია თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება. მას ამის საშუალება აქვს, ვინაიდან ის მოქნილად მოძრაობს. Amazon-სა და Walmart-გან განსხვავებით, რომლებიც ყიდიან და ინახავენ საქონელს, Instacart-ის 1000 ფრილანსერი, „შემსყიდველის“ საშუალებით, მხოლოდ მიტანას აწარმოებს. მაღაზიების თაროებს შორის და ქუჩებში, მათი მაქსიმალურად ეფექტიანი გადაადგილების ნავიგაცია სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით ხდება. აპლიკაციის ალგორითმი ზუსტად ისეთივეა, როგორითაც Amazon-ის თანამშრომლები საწყობში გადაადგილებისას ხელმძღვანელობენ. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებამდე მეჰტა პროგრამისტად მუშაობდა Amazon-ში და მის შექმნაში მონაწილეობდა.
როგორც წესი, Instacart-ი ყოველი მიტანიდან $3,99 იღებს, ასევე ამატებს პროდუქტებზე ფასს (Google-ი და Walmart-ი იფიცებიან, რომ ამას არასდროს გააკეთებენ) და მოვაჭრეებისგან გადასახადსაც იღებს. „სამი კომპონენტისგან შემდგარი მოგების შემთხვევაშიც კი მიტანის რაოდენობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს, – ამბობს RetailNet Group-ის ანალიტიკოსი ჯასტინ ბომბეროვიჩი. – თუ თქვენი შემსყიდველები ერთ საათში არ მიიტანენ სამი პლუსის მქონე შეკვეთას, თქვენ ფულს დაკარგავთ“.
„Instacart-ის ზრდა გამაოცებელი იყო. ისინი უდავოდ იგებენ მოკლევადიან პერსპექტივაში“, – ამბობს Brick Meets Click-ის თანამშრომელი ბილ ბიშოპი. მისი აზრით, შედარებით მაღალი ფასების გათვალისწინებით, მას უფრო დიდი მოთამაშეების წინააღმდეგ რთული გზა აქვს გასავლელი. ფასების ომს, სულ ცოტა, ერთი გამარჯვებული ეყოლება – მომხმარებელი.
დატოვე კომენტარი