ინვესტორთა საბჭოს წევრობა 6 ბიზნეს ასოციაციას სურდა, მათგან თანხმობა ორმა მიიღო.
საქართველოს ინვესტორთა საბჭოს გერმანული ბიზნეს ასოციაცია (DWV) და საქართველო–თურქეთის ბიზნესმენთა ასოციაცია შეუერთდა.
საბჭოს წევრობაზე განაცხადი სულ 6-მა ბიზნეს გაერთიანებამ შეიტანა. კერძოდ, არჩეული წევრების გარდა საბჭოში შესვლა სურდათ საქართველოს საბანკო ასოციაციას; საფრანგეთი–საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატას (CCIFG); ევროპულ ბიზნეს ასოციაციას (EBA) საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციას.
შეგახსენებთ, რომ ინვესტორთა საბჭო EBRD-ის ინიციატივით შეიქმნა და მისი წევრები წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ იკრიბებიან. საბჭოს პრემიერი ხელმძღვანელობს.
ინვესტორთა საბჭო აერთიანებს მონაწილეთა რამდენიმე ჯგუფს: საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ან/და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.
საბჭოს ახალი წევრები კონკურსის გზით შეარჩიეს. ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესია.
დატოვე კომენტარი