Counterpoint Technology Market Research-მა 3 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც თებერვალში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ გაყიდვადი სმარტფონებია iPhone 5s და 5c.
iPhone 5s-ი, გაყიდვების რაოდენობით, უკვე 6 თვეა ლიდერობს, ანუ მას მერე, რაც გაყიდვაში გამოვიდა. მესამე და მეოთხე ადგილებზე Samsung-ის მოდელებია – Galaxy S4 და Note 3, ხოლო მეხუთეზე iPhone 4S. საერთოდ თებერვლის ხუთეული ზუსტად ემთხვევა იანვრისას, ცვლილებები არ არის.
ათეულში, Apple-ის და Samsung-ის მოდელების გარდა, მხოლოდ ჩინური Xiaomi-ის სმარტფონებმა შეაღწიეს – Xiaomi The Hongmi Redrice მე-7-ე ადგილზეა (ერთი ადგილით დაქვეითდა იანვართან შედარებით), ხოლო Xiaomi MI 3 – მეათეზე. საინტერესოა, რომ Xiaomi-ის ორივე სმარტფონი ძირითადად მხოლოდ ჩინეთში იყიდება და მცირე რაოდენობით გადის მეზობელ ქვეყნებში, თუმცა ეს საკმარისი გახდა ათეულში მოსახვედრად.
მარტსა და აპრილში ბაზარზე ახალი Galaxy S5 გამოჩნდება, ასევე მოსალოდნელია iPhone 5c-ის გაიაფება, რაც Counterpoint Research-ის მკვლევართა აზრით, ათეულში გარკვეულ გადაადგილებებს გამოიწვევს,
დატოვე კომენტარი