Apple-ი ინვესტორებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსი მის ბიზნესს მოსალოდნელზე მეტად აზარალებს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ აღარ ელოდებიან გასულ თვეს გათვლილი შემოსავლების მიღებას პირველ კვარტალში. “მუშაობა დაწყებულია ქვეყნის მასშტაბით აღდგენის კუთხით, თუმცა, ჩვენ ძალიან ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ მდგომარეობას”, – განაცხადეს კომპანიაში.
კომპანია iPhone-ების მიწოდების დეფიციტის შესახებ აცხადებს და აღნიშნავს, რომ ამას შემოსავლებზე ნეგატიური გავლენა ექნება.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის წარმოების დიდი ნაწილი ჩინეთშია, რომელიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გარკვეული შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს.
ეპიდემიის გამო Apple-მა ჩინეთში ყველა მაღაზია დახურა. მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი ეტაპობრივად ხსნიან მაღაზიებს ისევ, თუმცა, შემცირებულია მათი სამუშაო საათები.
დატოვე კომენტარი