ირლანდიამ დათმო საკუთარი დაბალი გადასახადების პოლიტიკა და დაეთანხმა მსხვილ მრავალეროვნულ კომპანიებზე 12.5%–იანი გადასახადის დაწესებას. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსოფლიოში მინიმალური საგადასახადო განაკვეთის დაწესებას.
ივლისში ირლანდიამ უარი განაცხადა გლობალური საგადასახადო მინიმუმის პირველადი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ის დაბალი საგადასახადო პოლიტიკის გამო მაღალტექნოლოგიური გიგანტებისათვის (Apple, Google, Facebook) მიმზიდველ საინვესტიციო ადგილს წარმოადგენს.
„ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ირლანდიის ინდუსტრიული პოლიტიკის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მჯერა, რომ სწორი“, – განაცხადა ირლანდიის ფინანსთა მინისტრმა პასკალ დონოჰოემ.
შეერთებული შტატების ხაზინა, რომელიც ირლანდიის მთავრობას მინიმალური საგადასახადო განაკვეთის მხარდაჭერას მოუწოდებდა, მიესალმება დუბლინის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო კონკურენციას, რადგან კორპორაციები გადასახადების სამართლიან წილს გადაიხდიან.
ირლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ მან მიიღო გარანტიები ევროკომისიისაგან, რომ 12.5%–იანი საგადასახადო განაკვეთის შენარჩუნებას შეძლებს ფირმებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვა 750 მილიონ ევროზე ნაკლებია, ხოლო კვლევისა და განვითარებისათვის შეინარჩუნებს საგადასახადო შეღავათებს.
დაახლოებით 1500 მრავალეროვნული კომპანია, სადაც 400000 ადამიანია დასაქმებული ანუ ირლანდიაში ყოველი ექვსი დასაქმებულიდან ერთი, ზარალდება უფრო მაღალი საგადასახადო განაკვეთის დაწესებით, აღნიშნა დონოჰოემ.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ამას ჩვენს სამუშაო ძალის კონიუნქტურაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს“, – განაცხადა კირან მაკქვინმა, ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (ESRI) პროფესორმა.
ბევრი ანალიტიკოსი ელოდება ირლანდიის ნაბიჯებს კონკურენტუნარიან ბრძოლაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
დატოვე კომენტარი