ISET-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა. წლიურად ISET საქართველოში, “ცუდი სცენარის” მიხედვით, 6,2%-იან, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში 6,6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებოდა, ახალი პროგნოზის მიხედვით, კი წელს „ცუდი სცენარის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკა 5,0%-ით გაიზრდება, საუკეთესო შემთხვევაში კი 5,3%-ით.
მეორე კვარტალში, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ISET-ის პროგნოზს ჩამოუვარდებოდა, მიუხედავად ამისა კვლევითი ინსტიტუტი მესამე კვარტალში საქართველოში 5,3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიზნობრივი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის 4%-ია.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე მოქმედ დადებით ფაქტორებს შორის ISET საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებას და ბიზნესისა და მომხმარებლების ნდობის ინდექსის გაუმჯობესებას ასახებელს, თუმცა პროგნოზზე კვლავ ნეგატიურ გავლენას ახდენს ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი. 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5,7 პროცენტი შეადგინა.ამასთან, დადებით ფაქტორებს შორის სახელდება გაზრდილი ფულადი გადმორიცხვები და ტურისტების ნაკადი.
“საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც ოჯახების შემოსავლები მნიშვნელოვნადაა დამკიდებული საზღვარგარეთიდან მიღებულ ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე, რაც ასევე გავლენას ახდენს მშპ-ს ზრდის პროგნოზირებისას”, – განმარტავენ ISET-ში.
დატოვე კომენტარი